ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს - კარტოგრაფების საქმეზე დღეს მამა მიქაელ ბოტკოველს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სხდომა იმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. 

 

დღეს სასამართლოს შეკითხვებს საქართველოს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი და მოლაპარაკებებში მონაწილე, მამუკა ბალავაძე უპასუხებენ.

მამა მიქალე ბოტკოველი ამბობს, რომ პირადად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს და არც დემილიტარიზაცია-დემარკაციის კომისიასთან შეხება არ ჰქონია. 

 

"თურმე გარეჯი არ ყოფილა საქართველოსთვის კუთვნილი მიწა და ის აზერბაიჯანულ მხარესთან არის მიბმული, ასე გააკეთა მან ეს კომენტარი, ამასთან დაკავშირებით მე როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელს მქონდა მწვავე რეაქცია და ვფიქრობ, რომ ალბათ მოსამართლეს ამ საკითხთან დაკავშირებით (ექნება კითხვები). პოზიცია მაქვს ის, რაც ვიცი მე, დავით გარეჯის მონასტრის მამებისგან, რომ საზღვარი რომელსაც უნდა გაევლო და რომელიც იყო ამ შემთხვევაში საქართველოს და საქართველოს ეკლესიის ინტერესში, ეს ასე არ გაკეთდა და რა თქმა უნდა, მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ, რომლებიც ამ საქმესთან იყვნენ დაკავშირებულები", - თქვა ბოტკოველმა. 

დაცვის მხარის სურვილია პრემიერმინისტრი გამოიკითხოს, თუმცა მოხდება თუ არა ეს, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემებერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი