ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ, მათ ბრალეულობას ვხედავ - მამა მიქაელ ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის საქართველოს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი. 

ბოტკოველმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილს საერთოდ არ იცნობს.

"ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს, ეს არის 2006 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, საზღვარი უნდა გადიოდეს ისე, რომ ქართული ძეგლები აღმოჩნდეს საქართველოს იურისდიქციაში, ეს არის დატოვებული ღიად, ეს საკითხი. ივერიმ და ქალბატონმა ნატილიამ, მათ უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ნება იყო, და მათი გადასაწყვეტი იყო ამისი დაფიქსირება ასე და ხელმოწერის გაკეთება, თუ ამას ვინმე კარნახობდა თუ ვინმეს იძულება იყო", - თქვა ბოტკოველმა. 

დაცვის მხარე, ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ბოტკოველი ნაკლებად ცდილობს ობიექტურ სინამდვილეში გარკვევას. მისი თქმით, მოწმე სახელისუფლებო პროპაგანდის მსხვერპლია.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემებერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი