NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო - POLITICO

გამოქვეყნდა:

უკრაინის განცხადება NATO-ში გაწევრიანებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო. ამის შესახებ გამოცემა POLITICO ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს

უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დიდი ხნის განმავლობაში მწვავე განხილვის საგანი იყო ვაშინგტონში ქარტიის მე-5 მუხლის გამო, რომელიც შეერთებულ შტატებს ავალდებულებს სამხედრო ძალით დაიცვას ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან. 

POLITICO-ს თქმით, დასავლეთს აშინებს, რომ ალიანსში უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართავს.

ცნობისთვის, გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს. 

ამავე თემაზე:

აშშ: ჩვენ გვინდა ვიხილოთ უკრაინა ნატოში, მაგრამ არის პროცესი და მას მივყვებით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი