
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, მაგრამ თავი შეიკავეს მისი მიღების დაჩქარების დაპირებისგან.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოში იმ ქვეყნების შესვლას, რომლებიც მიისწრაფიან გაწევრიანდნენ და რომლებსაც შეუძლიათ ნატოს გაძლიერება“, - განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ზელენსკის დღევანდელ წინადადებაზე უკრაინის დაშვების დაჩქარების შესახებ, ბლინკენმა თქვა: „ამისთვის არის პროცესი და გააგრძელებენ ამ პროცესის გაძლიერებას“
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, ვაშინგტონში მოლაპარაკებების შემდეგ ბლინკენთან საუბარში, ასევე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის წინადადებაზე.
„ჩვენ გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის და ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - თქვა მან.
ცნობისთვის, ნატოს წესების თანახმად, ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი წევრის მიღების შესახებ უნდა იყოს ერთსულოვანი.