"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშარია მმართველობის 10 წლის თავზე შეფასებისას ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხების ნაცვლად, მედიას თავს ესხმის.
"მთავარი არხის" ჟურნალისტმა ოდიშარიას ჰკითხა, კვლავ იღებს თუ არა "ოცნება" პასუხისმგებლობას იმ დაპირებებზე, რომლებიც მათ 10 წლის წინ გასცეს:
"ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ მათ შორის იზრდებოდეს სოციალური დახმარებები პენსიერბი, შემწეობები. სამწუხაროა, რომ კიდევ გვჭირდება შემწეობების გაცემა, თუმცა მთავარია, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. მე მახსენდება, რომ ადამიანებს კრედიტებით, რომლითაც ბანკები ახრჩობდნენ და ამით სარგებლობდა ზოგიერთი ხელისუფლება, ამ საკითხის მოგვარებით ადამიანების დიდი რიცხვი იყო ძალიან კმაყოფილი.
მესმის, რომ თქვენ თქვენი დავალება გაქვთ და პარტიული დავალება უნდა შეასრულოთ, თქვენ ხო თბილისი და თბილისელები არ გიყვართ, არც სტუმრები გიყვართ თქვენ ახლა გინდათ ვიღაც ერთ ადამიანს ასიამოვნოთ", - თქვა ბექა ოდიშარიამ.
იხილეთ ასევე: