განსხვავებული აზრის გამო, არ იდევნებიან სამსახურებიდან, ქუჩებში და ა.შ - კალაძე 

გამოქვეყნდა:

თბილისობის დღესასწაულზე მისული მერი, კახა კალაძე  "ქართული ოცნების" მმართველობიდან 10 წლის თავზე მოსახლეობისთვის გაცემულ დაპირებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გაურბის. კერძოდ, კითხვაზე - განახევრდა თუ არა ე.წ. გაბერილი ფასები და დაასაქმა თუ არა მოსახლეობა, კალაძე კომენტარს არ აკეთებს.

პარალელურად დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა არა ძალადობას. ქვეყანაში სიტყვის და თავისუფლების გამოხატვა დაცულია უმაღლეს დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან სამსახურებიდან. განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან ქუჩებში და ა.შ. "- ამბობს კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მერმა მისალოცი წერლი გამოაქვყენა, რომელშიც კალაძე მოქალაქეებს ულოცავს თარიღს, რომელმაც "2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი