რუსეთმა IAEA-ს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი "დროებით დააკავეს"

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო IAEA-ს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი "დროებით დააკავეს", - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, IAEA-მ მიიღო ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გაუჩინარების შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის წარმომადგენლები კი, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არიან, რუს სამხედროებს დაუკავშირდნენ, მურაშოვის ადგილსამყოფელის გასარკვევად.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა  მათ განუცხადეს, რომ მურაშოვი "დროებით დაკითხვისთვის დააკავეს".

მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 1-ელ ოქტომბერს, ​ენერგოატომმა გაავრცელა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი