რუსეთში, იაკუტიის 300-მდე მცხოვრები მობილიზაციის ფარგლებში შეცდომით გამოიძახეს

გამოქვეყნდა:

რუსული სახელმწიფო მედია Tass ამბობს, რომ იაკუტიის 300-მდე მცხოვრები შეცდომით გამოიძახეს ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში. იაკუტიის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარემ ამბობს, რომ შეცდომით გამოძახებულები რესპუბლიკაში დააბრუნეს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ რუსეთიდან გაქცევას ათასობით ადამიანი ცდილობს. ქვეყნის არაერთ ქალაქში კი საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც დაკავებები მოჰყვა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი