
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა, რომელმაც "შეცდომით" ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, პირველ დღეებში სტუდენტებიც გამოიძახა, მათი დაბრუნების პირობა დადო.
"დღეს დაკავებული ვარ იმით, რომ სუდენტები, რომლებიც გაიწვიეს პირველ დღეებში, დაბრუნდნენ სახლში. სამხედრო კომისარიატების მისამართზე გაიგზავნა შესაბამისი დოკუმენტები და დეპეშები, რომლის მიხედვითაც მომზადდა დოკუმენტები და გაეგზავნა სამხედრო ნაწილების მეთაურებს. ჩვენი სტუდენტების უკან დაბრუნების აუცილებლობის შესახებ", - წერს გუბერნატორი VKontakte-ზე.
გარდა ამისა, გუბერნატორს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მობილიზებულებს სხვა რეგიონებში ავტობუსებში სძინავთ, რადგან მათთვის საცხოვრებელი არ არის მომზადებული. გუბერნატორი წერს, რომ ადგილებზე წარმომადგენლებს გაგზავნის.