
ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 90-მდე სახალინის მცხოვრები შემოწმების შემდეგ სახლში დააბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რეგიონული საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განცხადებები შესაბამისმა კომისიამ განიხილა.
"19 შემთხვევაში კომისიამ შეაფასა, რომ მიზანშეწონილი იყო გადავადების მიცემა ოჯახური მიზეზების გამო და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაუგზავნა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩივილების შემთხვევაში მობილიზებული სახალინის მოსახლეობა სამედიცინო შემოწმებაზე გაიგზავნება", - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ რუსეთიდან გაქცევას ათასობით ადამიანი ცდილობს. ქვეყნის არაერთ ქალაქში კი საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც დაკავებები მოჰყვა. იხილეთ ასევე: