"დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს" - აზარაშვილმა განმარტა, რატომ არ უშვებენ ნობელიანტ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია. აზარაშვილის თქმით, აღნიშნული ექიმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

„ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სსიპ - რეგულირების სააგენტო და სპეცკომისია განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. ჩვენ მონახულების უფლებას, პაციენტი იქნება თუ პატიმარი, არ გავცემთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს, ამიტომ კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე.
დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად წარმოედგინა, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ნობელიანტი ექიმი საქართველოშია, თუმცა მას მიხეილ სააკაშვილთან, ვივა მედში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ დღეს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ისაუბრეს. შალვა ხაჭაპურიძემ სახალხო დამცველს მიმართა და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი