"სიცოცხლისთვის" | მიხეილ სააკაშვილთან ნობელიანტი ექიმის შეშვების მოთხოვნით ენმ აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

"სიცოცხლისთვის" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია ჩანიშნა ნაციონალურმა მოძრაობამ ხვალ, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან. პარტია წერს, რომ მათი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ნობელიანტი ექიმის შეშვება იქნება. 

ნობელის პრემიის ლაურეატ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობს ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშილთან შესვლისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის უფლებას არ აძლევს.

4 ოქტომბერს, 11:00-ზე ვიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროსთან-სიცოცხლისთვის!, - წერს ნაციონალური მოძრაობა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი