"არ იყო კულტურული მემკვიდრეობა", - ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორში იმ შენობების გადალესვას, რომლებსაც ოკუპანტების ტყვიების კვალი ეტყობოდა.
რაზმაძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს, პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორცეილებული პროექტია, რომლის განსახორციელებაც პრემიერმა ღარიბაშვილმა დააანონსა.
"ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობა არ არის. კულტურული მემკვიდრეობა... კულტურული მემკვიდრეობა რომ იყოს, იქ ბევრად უფრო ძვირი დაჯდებოდა. არ იყო კულტურული მემკვიდრეობა" - ამბობს რაზმაძე.
შეგახსენებთ, რომ გორის მთავარ გამზირზე ის შენობები გადალესეს, რომლებსაც ოკუპანტის ტყვიების კვალი რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის შემდეგაც ეტყობოდა.