"მასკი ყოჩაღია. ოფიცრის რიგგარეშე წოდების ღირსია" - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი წერს, რომ ილონ მასკი ყოჩაღია და ოფიცრის რიგგარეშე წოდების ღირსია.

მედვედევმა Space X-ის დამფუძნებელი "ტვიტერზე" გავრცელებული პოსტისთვის შეაქო:

„მასკი ყოჩაღია. ოფიცრის რიგგარეშე წოდების ღირსია. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა. მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა“, - წერს მედვედევი ტელეგრამზე.

ცნობისთვის, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა „ტვიტერზე” ხმის მისაცემად გამოაქვეყნა. მისი ერთ-ერთი პუნქტია, რომ "დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ უნდა გადაწყვიტოს, ისინი რუსეთის ნაწილი არიან, თუ უკრაინის". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი