დამატებით სანქციებს დავაკისრებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს ირანში - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ ირანს სავარაუდოდ ახალ სანქციებს დაუწესებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა ირანელი ქალების პროტესტს და დაწერა, რომ ამ კვირაში დამატებითი სანქციები დაუწესდებათ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს:

"შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და ირანის მოქალაქეების გვერდით, რომლებიც მსოფლიოს შთააგონებენ თავიანთი სიმამაცით.
ამ კვირაში ჩვენ დამატებით სანქციებს დავაკისრებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელების პროტესტის უფლების მხარდაჭერას." წერს ბაიდენი.

ირანში მასშტაბური დემონსტრაციები  22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და სცემა. მოგვიანებით, ამინი კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს სადაც ის გარდაიცვალა. 

საპროტესტო ტალღისას ათობით მომიტინგე დაიღუპა და ათასზე მეტი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი