ნიკა გვარამიას გზავნილები სასამართლო დარბაზიდან | მორიგი სხდომა სააპელაციოში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური სასამართლო პროცესი და მედია მენეჯერის უკანონო პატიმრობა გრძელდება. სააპელაციო სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. თავის დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ ის აბსურდი გაიმეორა, რომლითაც ნიკა გვარამიას პატიმრობა აქვს მისჯილი. და უფრო დიდი აბსურდის დამტკიცებაც სცადა - რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემაც კი უარყო. 

აშკარად უარგუმენტო ბრალდებების უარყოფასთან ერთად, დაცვის მხარემ საკუთარი სიტყვა პოლიტიკური კონტექსტის დადასტურებას დაუთმო. გაიზიარებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ფაქტს, რომ ნიკა გვარამიას დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

მომდევნო პროცესზე საკუთარი დასკვნითი სიტყვა თავად პოლიტპატიმარმაც უნდა წარმოთქვას. თავის დღევანდელ მიმართვაში კი მან კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ისაუბრა და ბოლო დღეების მოვლენებს გამოეხმაურა.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი