სასამართლო პროცესი "ვივამედში" | ამერიკელი ექიმი და ადვოკატი მიხეილ სააკაშვილთან

გამოქვეყნდა:

უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს კიდევ ერთი პოლიტიკური სასამართლო პროცესი. მიხეილ სააკაშვილის საკნად ქცეული პალატა დღეს საერთოდაც სასამართლოს დარბაზად იქცა. პროცესი მესამე პრეზიდენტის საქმეზე "ვივამედში" მიმდინარეობდა, და იმდენად დამთრგუნველ გარემოში, რომ სააკაშვილი, რომლის მდგომარეობა ისედაც მძიმეა, კიდევ უფრო დასუსტდა. მოსამართლეს სხდომის შეწყვეტა და გადადება მოუხდა.

ოლიგარქის პროკურატურა ამტკიცებს, რომ სააკაშვილს სასამართლოსთან თანამშრომლობა არ სურს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ფარსია. თუმცა, უკვე თვეებია, საპირისპიროს ამტკიცებს ქართველ მედიკოსთა არაერთი კონსილიუმი. დღეს კი მესამე პრეზიდენტთან ამერიკელი მედიკოსი და იურისტიც დაუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი