რუსეთის ელჩი ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ზახაროვას კომენტარის გამო დაიბარეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ელჩი ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ზახაროვას კომენტარის გამო დაიბარეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ  ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სასაუბროდ გამოიძახებს რუსეთის ელჩს ალექსეი ბოროდავკინს, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას კომენტარის ტონი ყაზახეთში უკრაინის ელჩის შესახებ "დისონანსი ასტანასა და მოსკოვს შორის მოკავშირე ურთიერთობებში". 

გამოცემის ცნობით, ეს 22 აგვისტოდან დაწყებული სკანდალის გაგრძელებაა.

ზახაროვამ თავის Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა ფრაგმენტი ბლოგერ დიას კუზაიროვის ინტერვიუდან, რომელშიც უკრაინელმა დიპლომატმა წარმოთქვა ფრაზა, რომ უკრაინა შეეცდება "რაც შეიძლება მეტი რუსი მოკლას".

5 სექტემბერს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ ვრუბლევსკიმ ბოდიში მოიხადა და შვებულებაში წავიდა.

ერთი თვის შემდეგ, 4 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს დაუბრუნდა და უკრაინის ელჩის ყაზახეთიდან გაძევება მოითხოვა. მოსკოვი ელის, რომ ყაზახური მხარე „მიიღებს ზომებს ვრუბლევსკის სწრაფად საბოლოო გაძევებისთვის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

კერძოდ ზახაროვამ თქვა: ”ღრმა სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ არ შესრულდა გარანტიები, რომ ეს ბანდერას ემისარი არასოდეს დაბრუნებულიყო ასტანაში. ეს პერსონაჟი კვლავ გამოჩნდა ყაზახეთის დედაქალაქში და აშკარად არა იმისთვის, რომ ”უბრალოდ აბარგებულიყო", წაეღო თავისი ნივთები და წაეყვანა ოჯახი"

ამასთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზახაროვას სიტყვების რომელი ტონი "არ შეესაბამება მოკავშირეთა ურთიერთობების ბუნებას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი