
"რადიო თავისუფლების" რიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღეს, ოთხშაბათს, დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ყველა დეტალი.
"ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ყველა დეტალი და დაიწყეს ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც ხვალ 10:00 საათზე დასრულდება", - დაწერა მან.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა სანქციების დამტკიცება. მოსალოდნელია, რომ ახალი პაკეტი ოფიციალურად 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
სანქციების მე-8 პაკეტი მოყვა რუსეტის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას და 4 რეგიონის ანექსიას.