BELTA: ლუკაშენკო და პუტინი რეგიონული საჯარისო ფორმირებების ერთობლივ განთავსებაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ბელარუსული სამთავრობო "ბელტას" ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ის და პუტინი შეთანხმდნენ რეგიონული საჯარისო ფორმირებების ერთობლივ განთავსებაზე.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტისას გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„დასავლეთ საზღვრებზე ესკალაციასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ერთობლივი რეგიონული ჯგუფების განლაგებაზე.“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ჯგუფის ჩამოყალიბება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი