თუ აშშ უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის, კონფლიქტი უკრაინისთვის კიდევ უფრო მტკივნეულ სახეს მიიღებს - პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლი მისი პრესსპიკერის პირით იმუქრება, რომ თუ აშშ უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის, ომი გახანგრძლივდება და უკრაინისთვის კიდევ უფრო მძიმე სახეს მიიღებს: 

"არაოფიციალურად, აშშ უკვე მონაწილეობს ამ კონფლიქტში. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამერიკელების განცხადება უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ამერიკა კიევს ამ შეიარაღებას მიაწვდის, კონფლიქტი კიდევ უფრო გახანგრძლივდება და უკრაინისთვის კიდევ უფრო მტკივნეულ სახეს მიიღებს" ამბობს პესკოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი