სიმეტრიული პასუხი ანტიდასავლურ ძალებს და ოპოზიციის უსამართლო კრიტიკის შეწყვეტა - ეს არის ორი მთავარი მოწოდება, რომელიც დღეს პოლიტპატიმარმა ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზიდან გააჟღერა. სიტყვის თავისუფლებისთვის, აბსურდული ბრალდებით დევნილი მედია მენეჯერის ეს სიტყვები დასავლელ პარტნიორებს და ქართულ საზოგადოებას ეკუთვნოდა. გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის უსაფუძვლო კრიტიკა, მხოლოდ აღრმავებს პრობლემებს პოლიტიკურ სპექტრში და ეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ინტერესებში შედის.
დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვა კი რა თქმა უნდა "მთავარ არხს" უკავშირდებოდა. დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და გადარჩენა ფაქტობრივად ქვეყანაში დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს მიიჩნევს ყველაზე რეიტინგული კრიტიკული არხის დამფუძნებელი და მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს დროულად გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რაც იქნება სიმეტრიული პასუხი პროდასავლური ძალების გაძლიერებაზე.