გია ხარჩილავას მზად ჰქონდა მასალები "ოცნების" კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურისთვის გადასაცემად - წითლიძე მანქანის დაწვაზე

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მერისთვის მანქანის დაწვის ფაქტს ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე და ამბობს, რომ ეს არის ღია მცდელობა, რომ დააშინონ გია ხარჩილავა. 

ანი ​წითლიძეს არგუმენტად ერთადერთი ოპოზიციონერი მერის მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მოპოვებული ფაქტები მოჰყავს,რომელიც მისი თქმით, ხარჩილავას პროკურატურისთვის უნდა გადაეცა. 

"საინტერესოა და ყველაზე საეჭვო არის ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის დაწვა დაემთხვა იმ ფაქტს, რომ უკვე დაგეგმილი ჰქონდა მერს ბრიფინგები, კონკრეტული ფაქტებით მზად ჰქონდა მასალები პროკურატურაში გადასაცემად, რომელიც უკავშირდებოდა "ქართული ოცნების" კორუფციულ გარიგებებს წალენჯიხაში და გაფლანგულ მილიონობით ლარებს. ეს გარემოება უკვე საეჭვოს ხდის და ვაკავშირებთ პირდაპირ იმასთან, რომ ეს არის მცდელობა გია ხარჩილავას დაშინების",- ამბობს ანი წითლიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას მანქანა საკუთარი სახლის წინ დაუწვეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი