EU-ის ელჩები საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული "პასპორტების" მიუღებლობაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩები საქართველოს და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების მიუღებლობაზე შეთანხმდნენ.

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის თაობაზე. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას - საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, 2008 წელს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ დაიშვება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

„უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, - ამბობს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი,ვიტ რაკუშანი. 

ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარე საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი