ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა. გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა მიიღო - „რუსეთის რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, - აცხადებენ ესტონეთში.
ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.