პარლამენტში მწვავე და ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპოექტში შესწორებები შედის. მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა გუშინდელი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კონსულტაციები დაიწყო. დღეს პირველი დახურული შეხვედრა პარლამენტში იმ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ჰქონდა, რომლებმაც კანონპროექტი გუშინდელ სხდომაზე მწვავედ გააკრიტიკეს.
მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს - ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან ამოღებული იქნება ის პუნქტი, რომელიც წილების გასხვისებას გულუსხმობს. გუშინ, საკომიტეტო განხილვაზე, ბიზნესსექტორთა წარმომადგენლების უკმაყოფილება და დაპირისპირება სწორედ ამ პუნქტს მოჰყვა. დღეს, გაირკვა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით კანონში ცვლილებები შევიდეს, მაგრამ კანონში რჩება ის პუნქტი, რომელიც კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნას გულისხმობს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამ პუნქტის ამოღებასაც მოითხოვენ.
დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, რადგან მათ კვლავ რჩებათ გარკვეული კითხვის ნიშნები კანონთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მედიაორგანიზაციებს, იმის მიუხედავად, რომ გუშინ დარგობრივი კომიტეტის ხელმღვანელმა განაცხადა, რომ პარლამენტიდან გაიწვევენ კანონს - მედიასაშუალებების შესახებ. მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ და ამობენ, რომ კანონიდან მხოლოდ ის ნაწილი იქნება გაწვეული, რაც სასამართლოში გასაჩვრების აკრძალვას გულისხმობს. მათივე თქმით, ეს მოსალოდნენ საფრთხეებს არ ცვლის, რადგან შესაძლოა, მეორე უფრო მსხვილი კანონის მიღების შედეგად მედიაზე ზეწოლა ირიბად მაინც მოხდეს.
ბიზნესსექტორის წამომადგენლებს დღეს მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილების განახლებული რედაქცია დღესვე გაეგზავნებათ. ისინი ამ რედაქციას გადახედავენ და შეკითხვების შემთხვევაში, შესაძლოა კვლავ ჩაინიშნოს კიდევ ერთი კონსულტაცია მარეგულირებელ კომისიასთან, რის შემდეგაც პარლამენტი, უკვე ცვლილებების საკომიტეტო განხილვას გააგრძელებს.