ხელისუფლებიდან არავინ შემხმიანებია - ხარჩილავას თქმით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, ექსპერტიზის ბიუროშია გაგზავნილი ადგილზე ნაპოვნი ბოთლი.  მერია გია ხარჩილავა, რომელსაც, სავარაუდოდ, მანქანა განზრახ დაუწვეს, ამბობს, რომ მმართველი გუნდიდან მას არავინ დაკავშირებია, თუნდაც ადამიანური თანადგომის გამოსახატად.

მისი თქმით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.

"გამოძიებიდან დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია, ასე რომ, ამ მხრივ სრული გაურკვევლობაა. რაც შეეხება ხელისუფლებიდან შეხმიანებას, არ ყოფილა შეხმიანება არც პრემიერის მხრიდან, ან მისი ინსტიტუციისგან, არც პარლამენტისგან, არც გუბერნიიდან, და რაც ყველაზე გასაკვირია, არც წალენჯიხის ადგილობრივი ორგანიზაციიდან. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ყველაფერი არის ამ ქვეყანაში წარმავალი და ჩვენ უნდა დავიტოვოთ ადგილი ადამიანური ურთიერთობებისთვის. [...] ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, ეს შეავსებს გამოძიების მიმდინარეობს, რომ რამდენიმე ექსპერტმა გააკეთოს განსაკუთრებით ნამწვ ხაზზე ექსპერტიზა", - თქვა ხარჩილავამ. 

ხარჩილავას თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით საელჩოებთანაც აქვთ კომუნიკაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი