ტრაგედიით მანიპულირებთ, კალაძეს უკავშირებთ - ოხანაშვილი ჟურნალისტებს, მოზარდის გარდაცვალებაზე

გამოქვეყნდა:

დეპუტატი ოხანაშვილი თანაპარტიელის განცხადების გასამართლებლად, ისევ მედიას ესხმის თავს და ამბობს, რომ გიორგი ამილახვარის კომენტარი არასწორად ჟურნალისტებმა გაიგეს და გააშუქეს.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც ამილახვარმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გააკეთა და პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს დააკისრა.

ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტები ტრაგედიით მანიპულირებენ: 

ყველაზე მძიმე ის არის, რომ თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით...სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ. აქ სიტყვები უადგილოა, მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ პოლიტიკურ ჭრილში, კახა კალაძეს უკავშირებთ, ოცნებას დაუკავშირებთ, ამას გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს, ეს არის სამარცხვინო" ამბობს ოხანაშვილი. 

არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის?!- ამბობს ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი.

შეგახსენებთ, 13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი