PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმადაა დასახელებული

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმადაა დასახელებული. 

BBC -ის ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოამზადა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად და სთავაზობს რუსეთის გარიცხვას გაეროს უშიშროების საბჭოსგან.

ასამბლეის სხდომაზე პირდაპირ ეთერში განიხილეს დოკუმენტის შინაარსი, დებატების დროს ტექსტში 14-მდე ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა ფორმულირებას რუსეთის რეჟიმთან დაკავშირებით. პირველ ვერსიაში ფორმულირება იყო „რუსეთის ფედერაციის რეჟიმი“, ცვლილების შემდეგ დოკუმენტში დარჩა ფორმულირება – „ამჟამად რუსეთის ხელისუფლებაში მყოფთა რეჟიმი“.

შეხვედრის მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას.

BBC წერს, რომ ექსპერტების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ეს აღიარება შეიძლება ჩაითვალოს პირველ ნაბიჯად რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარებისკენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა, ლიეტუველმა პოლიტიკოსმა, ემანუელის ზინგერისმა  მოუწოდა ასამბლეას ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბრუნებლად. მისი თქმით, ეს უკანონო დეპორტაცია სტალინის სულისკვეთებაა და შეახსენებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც გამოსცადეს საბჭოთა რეჟიმის საშინელება, სადამდე შეიძლება წავიდეს ასეთი ძალა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მოითხოვა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული დანაშაულების გამოძიებისთვის და ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი