"ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ალბათ ამას რაღაც სხვა პოლიტიკური მიზნით აკეთებს" - ამის შესახებ ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ კარპენტერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს და აშშ-ის ელჩზე თავდასხმებს ეხმაურება.
"კელი დეგნანი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური კარიერა და საქართველოში უდიდეს საქმეს აკეთებს. ყველა, ვისაც მასთან ერთად უმუშავია, აღნიშნავს მის ერთგულებას საკუთარი საქმისადმი, მის ცოდნას რეგიონის შესახებ და მის დიპლომატიურ უნარებს. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს მის დისკრედიტაციას, ალბათ ამას რაღაც სხვა პოლიტიკური მიზნებით აკეთებს. კელი დეგნანი წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, ის ასრულებს ძალიან დიდ სამუშაოს და საკმაოდ წარმატებითაც უმკლავდება იმ პროპაგანდას, თითქოს აშშ ცდილობს საქართველოს ჩათრევას ამ ომში, რაც სრული სიცრუეა და თავად ელჩმაც არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ მკაფიოდ" - ამბობს კარპენტერი.
ინტერვიუ სრულად: