
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს რეზოლუციაში მის მოხსენიებას ეხმაურება და წერს, რომ მისი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის მოხსენიება, სიტუციის ზუსტი აღწერაა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.
"ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია პუტინის პატიმრად და ნათქვამია, რომ მისი საქმე უნდა გადაიხედოს. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად, პუტინის პატიმრადაა მოხსენიებული ვლადიმერ კარამურზა. რეზოლუცია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. იხილეთ: