"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 56 ხმით ასამბლეაში "შეაპარეს" ცვლილება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოხსენიებული. კობახიძის თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია და ეს "უსამართლო ჩანაწერია".
ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია პუტინის პატიმრად და ნათქვამია, რომ მისი საქმე უნდა გადაიხედოს. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად, პუტინის პატიმრადაა მოხსენიებული ვლადიმერ კარამურზა. რეზოლუცია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს:
"ხუთშაბათ დღეს, ყველამ იცის, რომ ეს არის ყველაზე პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში, 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი. ნუ ეს ზოგადად არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ.
ნუ არაფერი განსაკუთრებული, არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში, მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ, იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.
ირაკლი ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" მხარს უჭერდა იმ მიზანს, რაც ამ რეზოლუციას თავდაპირველად ჰქონდა:
"რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის უმრავლესობამ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებისა, ასევე EPP-ს წარმომადგენლებისა დააინიცირეს ეს ცვლილება, ისიც ფრჩიხილებში მოაყოლეს მიხეილ სააკაშვილი, ეს არის აბსოლუტურად უადგილო რამ, შეუსაბამო ამ რეზოლუციის მიმართ".
იხილეთ: