გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის აღიარებული.
"მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მზაობას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მათი მომავალი ევროკავშირშია. და ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.რაც ქვეყნები ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ - მათ შორის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას", - ნათქვამია რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.