კობახიძის მსგავსად პარლამენტის თავმჯდომარეც თვლის, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი შეაპარეს. შალვა პაპუაშვილი ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს:
„საქართველო თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის და სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწროპოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო. ამ შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მოხვედრილი რეზოლუციაში. თავად რეზოლუციას არათუ ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, არამედ თანაავტორები ვიყავით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი].
შეგახსენებთ, PACE-ის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს, "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. მმართველი პარტიის წევრები კენჭისყრას არ დასწრებიან. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერია, სადაც ის პუტინის პატიმრადაა მოხსენიებული რუს ოპოზიციონერ კარა-მურზასთან ერთად.
ამავე თემაზე: