ოკუპანტების მორიგი თავდასხმა საქართველოს მოქალაქეზე - გატაცების ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს მოქალაქეზე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძეს ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაჭრილი გაიტაცეს და ცხიბნვალის მიმართულებით წაიყვანეს. 

შემთხვევა სოფელ სხვილოს ციხესთან, ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უცნობია როგორია გატაცებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად მძიმეა ჭრილობა, რომელიც მას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ცეცხსასროლი იარაღით მიაყენეს. 

"მთავარმა" უკვე გაარკვია, რა ვითარებაში დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეს და რა მოხდა საოკუპაციო ხაზთან.

გატაცებულის ზუსტი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინაიდან ოკუპანტები გახელაძეების ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებიან. ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ გახელაძე გუშინ, დილის საათებში, სოკოს შესაგროვებლად წავიდა და რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ის ოკუპანეტბმა გაიტაცეს.

ოჯახის პოზიცია ეს არის, რომ არ ვიცით ინფორმაცია რა ხდება... ეგ რომ ვიცოდეთ სად იყო და დას დაიჭირეს, ჩვენც მივიდოდით მაშინ, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ადგილი, სადაც ოკუპანტებმა მამაკაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს, უკვე მოინახულეს "ძალა ერთობაშიას" წევრებმა. დავით ქაცარავას თქმით, გატაცებულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს და იგი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ჩვენს მოქალაქეს, ალბათ, რამდენიმეწლიან პატიმრობას მიუსჯიან... ზაზა გახელაძეს ოკუპანტები აბრალებენ ცეცხლის გახსნას. რუსი ოკუპანტები ბევრად უფრო აგრესიულ ქმედებებზე არიან გადასულები, ვიდრე ადრე, - განმარტავს ქაცარავა. 

საქართველოს მთავრობა მომხდარს სტანდარტულად ეხმაურება. სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ოკუპანტებთან მოლაპარაკებები გატაცებულის გასათავისუფლებლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი