ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმდებები უკრაინაში სახელმწიფო ტერორირზმად აღიარა. ეს პირველი და უმძიმესი შეფასებაა საერთაშორისო საზოაგდოებისგან. თუმცა საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია - "ქართული ოცნება" რეზოლუციას არ შეუერთდა. ირაკლი კობახიძისა და მმართველი ძალისთვის რუსეთი ტერორისტი არ აღმოჩნდა, რაც სრულიად გაუგებარია იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომელიც თავად იყო კრემლის სახელმწიფო ტერორიზმის მსხვერპლი და თან არაერთგზის.
რეზოლუციაში ცალკე ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეთმობა, ის მოხსენიებულია როგორც პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი და ასამბლეა მისი საქმის გადახედვის მოწოდებით გამოდის. სწორედ ეს ჩანაწერი დაასახელა საბაბად "ოცნებამ", რის გამოც დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. მაგრამ იყო სხვა გზაც რაც მმართველმა პარტიამ არ გამოიყენა, და ეს გააკეთა იმისთვის, რომ კობახიძის და "ოცნების" სხვა დეპუტატების ხელმოწერა არ ყოფილიყო საერთაშორისო რეზოლუციაზე, რომელმაც პუტინის რეჟიმი ტერორისტად გამოაცხადა.