მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ჩავიდა.  კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.

მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. 

"აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად კარგ, მჭიდრო და პარტნიორილ ურთიერთობებს.  გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეს პირველად, ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის ისტორიაში, დაიწყო პირდაპირი ავიამიმოსვლა  კიშიონიოვსა და თბილისს შორის და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ქალბატონი სალომე პირველი რეისით ჩამობრძანდა", - განაცხადა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი