ევროსაბჭოს ისტორიული რეზოლუცია | რატომ არ დაუჭირა "ოცნებამ" მხარი დოკუმენტს

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს ისტორიული რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა და მწვავე შეფასებები, ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადების ჩანაწერს "ქართული ოცნება" თანხმობა არ აქვს.

ევროსაბჭოს დოკუმენტი უმნიშვნელოვანესია რამდენიმე ფაქტორის გამო, ერთ-ერთი მთავარი, მოწოდებაა კრემლის მისამართით, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან მოლდოვიდან და საქართველოდან, საბოლოო ჯამში კრემლის მაამებლური პოლიტიკისა და მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული ჩანაწერის გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს, რითიც გრძელვადიან პერსპექტივაშიც ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება მიიღო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი