ქუთაისის მერიაში ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შენობიდან დილით "მთავარი არხის" კორესპონდენტის ლეპტოპი და "ტვ პირველის" კამერა წაიღეს. სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, რომ მერიის მედია ცენტრში უცნობი პირი ფანჯრის შემტვრევით შევიდა.

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ამბობს, რომ წაღებულია საკმაოდ ძვირადღირებული კამერა.

"როდესაც მოვედი ქუთაისის მერიის მედიაცენტრში დამხვდა ასეთი სურათი, რომ პოლიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები იყო დაწყებული. როდესაც მოვიკითხე აღმოჩნდა, რომ იყო წაღებული ჩემი კამერა, ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ნოუთბუქი, რომელიც ოფისში იდო. როგორც გვითხრეს პოლიციელებმა სრულწლოვანია პირი, რომელიც კამერებში აღიბეჭდა", - თქვა "ტვ პირველის" ოპერატორმა. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი