საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს, 19 ოქტომბერს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. იურისტების ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხიელ სააკაშვილი სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.
პროცესი, სავარაუდოა, რომ ისევ გადაიდება. უფლებადამცველები ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.
"რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგომარეობაში არ შეინიშნება, ამიტომ სავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესსაც ვერ დაესწრება. ბუნებრივია მექანიზმი სასჯელის გადავადებისა, მათ შორის ავადმყოფობის გამო არსებობს, ეს არის საპროცესო ინსტიტუტი, თუმცა ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენ საბოლოო პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახავთ ექსპერტიზის დასკვნას და გავეცნობით მის შინაარსს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა "ვივა მედშია" გადაყვანილი, თუმცა როგორც ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.