ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელისგან - ენმ-ს დეპუტატებს აჭარაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური კითხავს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ფრაქცია “ ნაციონალური  მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ ყოფილ თანაპარტიელებს უჩივლა. ის მათ პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვებას, გამოყენებასა და გავრცელებაში სდებს ბრალს.  

საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან ბრალდების ადრესატები,  აჭარის უმაღლესი  საბჭოსა და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მათი ტელეფონები უკვე დალუქა. 

ფრაქციის  ყოფილი თავმჯდომარე "მთავარ არხთან" კომენტარს  არ აკეთებს და უკვე მეორე დღეა მხოლოდ სამთავრობო მედიას ეკონტაქტება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარაში სუს-ისა და ქართული ოცნების დაგეგმილ ერთობლივ სქემაზე საუბრობენ  და აცხადებენ, რომ მალხაზ თავდგირიძემ ზეწოლას ვერ გაუძლო და ახლა ყველა მეთოდით ცდილობს ჩირქი მოსცხოს ყოფილ თანაგუნდელებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი