პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა - შოლცი

გამოქვეყნდა:

”მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არის ომის დანაშაული,” - ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში, რუსულ აგრესიაზე საუბრისას. შოლცმა პუტინის ომზე ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

მისივე სიტყვებით, რუსეთის მხრიდან დაბომბვები და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსეთის მოქალაქეების მობილიზაცია, "სასოწარკვეთილი აქტია".

გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის ოფიციალური ბერლინის მხარდაჭერა, "რათა დაიცვას საკუთარი თავი რამდენი ხანიც დასჭირდება". მისი თქმით, დასავლეთი უკრაინელებს უნდა დაეხმაროს ქვეყნის აღდგენაში.

„პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“,  - დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან გაზის ალტერნატიული მიწოდება უზრუნველყოფილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი