გონჩარენკო არასერიოზული კაცია, ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში - კობახიძე

გამოქვეყნდა:

გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში ამ კაცს. თვითონ კიეველები არ სცემენ პატივს და ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ - "ქართული ოცნების" ლიდერმა უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ სანქცირებულთა სიაში ივანიშვილის გარემოცვის შეყვანა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ "ოცნებამ" რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე რეზოლუციას ხელი არ მოაწერა. 

საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენიებული.  სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც ოცნებამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გონჩარენკო "მთავარ არხთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "სავსებით შესაძლებელია, სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესდეს"

„ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ, მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. “, - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმა და დეიდაშვილი დასანქცირებულები არიან. უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრე ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს გაუყინა ყველა აქტივი უკრაინის ტერიტორიაზე, შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა, აუკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა უკრაინის გავლით. სანქციები შეეხება ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლესაც და უჩა მამაცაშვილს შვილს, ტატესაც. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი