
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან „სამხედრო კონფლიქტების ესკალაციისა და უკრაინაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო“.
სამინისტროს 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მცხოვრებ ირანელებს ქვეყნის დატოვებას ურჩევენ მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების გადასარჩენად.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა დაიწყო რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების გამოყენება და იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირანი ეხმარება რუსეთს და თვითმფრინავებს აწვდის. თეთრმა სახლმა,ასევე, განაცხადა, რომ ირანელები იმყოფებოდნენ ყირიმში და ეხმარებოდნენ რუსებს ირანული თვითმფრინავების გამოყენებაში.
ირანი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსეთს გადასცა დრონები უკრაინის ომში გამოსაყენებლად.
ამავე თემაზე: