შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყირიმში ბაზირებული რუსი სამხედრო პერსონალი ირანულ დრონებს იყენებს - პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ დადასტურებულად შეუძლიათ თქვან, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს:

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყირიმში ბაზირებული რუსი სამხედრო პერსონალი ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევის წინააღმდეგ, თავდასხმებისთვის იყენებს. ირანელი სამხედრო პერსონალი ყირიმში ადგილზე იმყოფებოდა და მათ ამ ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა. თეირანი ახლა უშუალოდ არის ჩართული ადგილზე და იარაღის მიწოდებით, რომელიც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. მათ შეუძლიათ მსოფლიოს ატყუონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფაქტებს ვერ დამალავენ." ამბობს ჯონ კირბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი