ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთთან თანამშრომლობისა თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, ირანი პატივს სცემს უკრაინის "ტერიტორიულ მთლიანობას". ამ თემაზე ის ტელეფონით ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს ესაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ უარყო მოსკოვისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება.
"თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ირანი არ აგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარი მხარეებისთვის და სურს ომის დასრულება", - განუცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ჯოზეფ ბორელს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა ცდილობს შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში დიპლომატიური გზით და ევროპელებს ურჩევს, ამ საკითხს რეალისტური მიდგომით შეხედონ.
მიუხედავად არაერთი უარყოფისა, უკრაინა ყოველდღიურად ავრცელებს ცნობებს ირანული დრონებით მომხდარი თავდასხმების შესახებ. ამის გამო ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ირანს სანქციებიც დაუწესეს.