"ევროპა საქართველოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით" - განცხადება ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. შეხვედრები დღეს ქართველ კოლეგებთან დახურულ კარს მიღმა იმართებოდა.
უკრაინის მიერ მიღებულ სანქციებზე მოკავშირეებს არაფერი უთქვამთ, თუმცა ესტონეთის წარმომადგენელმა, ვისმა პარლამენტმაც ცოტა ხნის წინ რუსეთი ტერორისტულ ქვეყანად გამოაცხადა, თქვა, რომ კრელმი უკრაინის ომში აუცილებლად დამარცხდება.