ტრაგედიიდან 24 დღეში აწყობილი პოლიტიკური კარიერა - შაქარაშვილის ბიძა პოლიტიკაში მიდის

გამოქვეყნდა:

ვინ, ვინ და ამდენი პოლიტიკოსიდან სწორედ გიორგი შაქარაშვილის ბიძა ცდილობს მისი სიკვდილის ხარჯზე კარიერის აწყობას. ასე რომც არ იყოს, მომავალი პოლიტიკოსი უნდა მიხვდეს, რომ ხალხი, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს, ზუსტად ასე იფიქრებს.

მირიან ნიკოლაძე აქამდეც იყო პოლიტიკაში და იმ პარტიაში, რომლის პრეზენტაციასაც დღეს დაესწრო, მაგრამ მოსახლეობაში ვინმემ იცოდა მისი სახელი? ის თავად და საზოგადოებაც კარგად ვხვდებით, რომ თუ ამიერიდან ამომრჩეველი მას რაიმე სახის ყურადღებას მიაქცევს, ან შეამჩნევს, ან იცნობს, ან მხარს დაუჭერს, ეს მთლიანად მხოლოდ და მხოლოდ გიორგის დამსახურება იქნება. უბრალოდ, ერთი დეტალია - გიორგი მკვდარია. და იმ წამიდან, რაც პრეზენტაციაზე საჯაროდ გამოჩნდა, უნდა თუ არ უნდა, მისი ბიძა მკვდარი ბავშვის ხარჯზე ცდილობს ქულების დაწერას. პოლიტიკური ქულების. 

გიორგი ყველამ მიატოვა - მიატოვეს ცოცხალიც, და შემდეგ მიატოვეს მკვდარიც. ისე გარდაიცვალა, რომ წესიერად არავინ მოიკითხა, არავინ შეიწუხა თავი მის მოსაძებნად და გადასარჩენად, არც მეგობრებმა. ახლა იგივე მეგობრები, როგორც ირკვევა, იტყუებიან. მისი ბიძა კი აღმავალი პოლიტიკური კარიერის შენებას იწყებს.

2004 წელს ჩემი ნებით, წამოვედი საქართველოს პროკურატურიდან განცხადების საფუძველზე, იმიტომ რომ იმ სადისტური რეჟიმის პირობებში არ ვიმუშავებდი  - მირიან ნიკოლაძე

ამას ამბობს ადამანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შემზარავი ტრაგედიის შედეგად გავიცანით. დღეს ირკვევა, რომ გარდაცვლილი 19 წლის ბიძას პოლიტიკური ამბიციები ჰქონია. "ოცნების" ყოფილ მეხოტბეებთან ერთად, სადაც თვითონაც ეწერებოდა გარკვეული დროით. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი, არა მირიან ნიკოლაძის პოლიტიკური აფილაციაა "ქართულ ოცნებასთან", არამედ ის თუ როგორ მალე დაავიწყდა გამოცდილ ადვოკატსა და პროფესიონალს, როგორც თვითონ ამბობს ის თუ რა ხდებოდა 2004 წლამდე, შევარდნაძის ეპოქაში, სადაც ადამიანების პოლიციის ფანჯრებიდან ცვენა, კვლა, ქრთამი და კორუფცია, საბურავების წვასთან ერთად სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყოველდღიურობა იყო. როგორ უმალ დაავიწყდა მირიან ნიკოლაძეს რა იყო მაშინ და როგორ დაუზარებლად იმეორებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქორბაზე.

მირიან ნიკოლაძის მიზნები სათუოა, ასევე სათუოა, ვინმეს ესმოდეს იურისტის ის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები რომელსაც, რატომღაც სწორედ პროსახელისუფლბელო არხზე აჟრებეს: ერთის მხრივ ნიკოლაძე დღეს მისი საქმიანობის დაბლოკვაზე საუბრობს, ხოლო მეორეს მხრივ იმ დროინდელი მაღალი თანამდებობის პირისგან მინიჭებული ნდობაზე გვიყვებოდა სულ რამდენიმე დღის წინ.


დროებით გვერდით გადავდოთ გარდაცვლილის ბიძის პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ ვიკითხოთ, როგორ დაადგენს მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის გარდაცავლების სიზუზსტეს მითუმეტეს თუ მის ბოლო დროინდელ განცხადებებს თვალს გადავავლებთ. 

ეს არაა ერთადერთი კონტრვერსია ნიკოლაძის განცხადებებიდან, მაშინ, როცა ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ გამოძიებამ დააგვიანა მოქმედებების ჩატარება, დაკარგა დრო და ამით ხელი მისცა საქმის ფიგურანტებს ჩვენებების შეთანხმებისა ან სულაც მოწმეებზე ზეწოლისათვის, მირიან ნიკოლაძე საპისპიროს ამტკიცებდა. 

ყოფილი პროკურორი, რომელიც როგორი დაბალი კვალიფიკაციის მქონდეც არ უნდა იყოს,  ის სიმარტივე მიანც უნდა ესმოდეს, რაც წინასწარ პატიმრობას უდევს საფუძვლად და რატომაც იყენებს სასამართლო მას როგორც ინსტრუმენტს, არ მოახდეს მოწმეებზე ზეწოლა ან ურო მარტივად -  ხელი არ შეეშალოს გამოძიებას.

თავისივე ოჯახის ახლობლის გარდაცავლების საქმეზე, ნიკოლაძეს პროტესტი არ ჰქონია მოწმეების ამოცნობაზე 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის თავზე, არც მოწმეთა შეცვლილი ჩვენებებზე ჰქონია მას პრეტენზია.

მირიან ნიკოლაძე ცდილობდა, წყალში გადავარდნის ვერსია საფუძვლიანად გამოეცხადებინა და მხოლოდ მოგვიანებით სხვადასხვა სიუჟეტების შემდეგ გახდა იძულებული ეღიარებინა, რომ რელიეფის გამო წყალში ჩავარდნა გამორიცხული იყო, არც ესაა ერთადერთი სადაც მირიან ნიკოლაძე პირნათელი არ ყოფილა, მაშინ როცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი შაქარაშვილი ჩანთას დიდი ალბათობით არც მოიხსნიდა და არც მწყობრად დატოვებდა მდინარესთან სიბნელეში, მხოლოდ ბიძა მირიან ნიკოლაძე თვლიდა, ამ ქცევას ბუნებრივად და მას გიორგის ხასიათის თავისებურებებით ხსნიდა.

ასევე მირიან ნიკოლაძე იყოს ის, ვინც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში არსებულ ჭრებს მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ამბობდა, რომ ასეთი კადრები მონტაჟდებოდა. მაგრამ ისევ იმ სახელისუფლებო არხზე ბიძამ გუშინ თავისივე თავის საწინააღმდეგოდ თქვა, რომ ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ექვს წუთიანი მონტაჟის ვერსიას ის თავად აპროტესტებდა, რადგან სინამდვილეში ექვსი კი არა ვიდეო 16 წუთიანი იყო და მან ეს იცოდა, რაც მკლელობის ვერსიას აფუჭებდა.

ეს მცირე ჩამონათვალია ამ გასული კვირეებიდან რას ამბობდა მირიან ნიკოლაძე ან როგორ ეწინაააღმდეგებოდა ის საკუთარ თავს, მაგრამ  როგორც ჩანს ნიკოლაძეს თავის გზა უკვე არჩეული აქვს, და ალბათ ამიტომ შეგნებულად აიგნორებს ხოლმე იმ საკვანძო საკითხებს, რომელიც გადამწყვეტია საქმეში.... ამიტომ ისმის კითხვები, საიდან იცის მიარიან ნიკოლაძემ, ვინ გადმოვიდა ფურგონიდან და რატომ, რადგან ამაზე საუბარი არაა საპროცესო დოკუმენტში და საიდან იცის საერთოდ გარდაცვლილის ბიძამ ის საკითხები, რომელთაც გასული კვირები მტკიცებით ფორმაში ავრცელებდა და რომლებიც საქმეში არ მოიპოვება.  


სწორედ ამ კითხვებზე პასუხების არ ქონის გამო,  ჩვენ - საზოგადოების ჯანსაღ წევრებს, ჟურნალისტებს, პასუხისმგებლიან ადამიანებს გვაერთიანებს ერთი - დავაგდინოთ ადამიანები ვინც სასტიკად ჯერ ნაცემი და შემდეგ მოკლული 19 წლის ბიჭის მკვლელებს აფარებს ხელს, ვინც მალავს და არ ცდილობს რეალობის დადგენას, ვინც უბრალოდ ტყუის და ეს შეუძლია საკუთარი პოლიიტკური მიზნების გამო გააკეთოს.

ავტორები: თათა ჩიკვილაძე, ნიკა ვაწაძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი