
ბორის ჯონსონი უკვე ლონდონშია. პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, კარიბის ზღვაზე ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასული ბორის ჯონსონი ისევ დიდი ბრიტანეთში დაბრუნდა, რომ ისევ პრემიერმინისტრობისთვის იბრძოლოს.
ყოფილი პრემიერი მედიასთან არ გამოჩენილა და საზოგადოებისთვის თავის გეგმების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობა სურს ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრს პენი მორდონტს და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, კონსერვატიული პარტიის წევრს რიში სუნაკს.
გადამწყვეტი ბრძოლა სავარაუდოდ ჯონსონი- სუნაკს შორის გაიმართება.
კანდიდატებს, რომლებსაც ბრიტანეთის პრემიერობა სურთ, სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.
თუ ბორის ჯონსონი 100 ხმის მოგროვებას შეძლებს, გამოდის რომ უინსტონ ჩერჩილისა და ჰაროლდ ვილსონის შემდეგ, პრემიერის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს.
ლიზ ტრასი პრემიერის პოსტზე სულ თვენახევარი იმუშავა, როგორც თვითონ განმარტა, წავიდა იმიტომ რომ ბრიტანელების იმედი ვერ გაამართლა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი