რუსეთის კომუნისტური პარტიის ყოფილმა დეპუტატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

გამოქვეყნდა:

ვლადივოსტოკის დუმის ყოფილმა დეპუტატმა ვიქტორ კამენშჩიკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამჟამად მაიამიში იმყოფება.

„ახლა შემიძლია ვიყო ამერიკული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი“, - წერს კამენშჩიკოვი.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამენშჩიკოვი მექსიკასა და შეერთებული შტატების საზღვარზე დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

კამენშჩიკოვი კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრია. თებერვლის ბოლოს ის ღიად დაუპირისპირდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში, რის შემდეგაც პარტია დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი